დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„თუ მიაქციეთ ყურადღება, დღეს ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კრიტიკული შენიშვნა კრიზისულ მენეჯმენტთან დაკავშირებით არ გახმოვანებულა, მათ ეს თემა ვერ გააკრიტიკეს“ 27.05.2020 21:46

თუ მიაქციეთ ყურადღება, დღეს ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კრიტიკული შენიშვნა კრიზისულ მენეჯმენტთან დაკავშირებით არ გახმოვანებულა, მათ ეს თემა ვერ გააკრიტიკეს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ანგარიშს. მისი განცხადებით, ოპოზიციას სჩვევია, რომ პრობლემა თავად გამოიგონოს, მერე ამ პრობლემაზე გაბრაზდეს და საზოგადოებას თავისი გაბრაზებული პოზიცია მიაწოდოს. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, დღეს ნათლად გამოიკვეთა, რომ ეპიდემიის პირველ ეტაპს საქართველოს ხელისუფლება კარგად წარუძღვა.

 

„თუ მიაქციეთ ყურადღება, დღეს ოპოზიციის მხრიდან არცერთი კრიტიკული შენიშვნა არ გახმოვანებულა კრიზისულ მენეჯმენტთან დაკავშირებით. მათ ეს თემა ვერ გააკრიტიკეს. რა თქმა უნდა, იყო სხვა თემები, ერთი მხრივ, უტრირებული. ბუნებრივია, ეს არ გვიკვირს მათგან და მეორე მხრივ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, შეუძლიათ გამოიგონონ პრობლემა, გაბრაზდნენ ამ პრობლემაზე და ასე მიაწოდონ თავისი გაბრაზებული პოზიცია საზოგადოებას. ჩვენ ვდგავართ უდიდესი გამოწვევის წინაშე. დღეს ნათლად გამოიკვეთა, რომ ეპიდემიის ამ პირველ ეტაპს საქართველოს ხელისუფლება, კრიზისული მენეჯმენტის მეშვეობით, წარუძღვა კარგად. მისი შეკავება შეძლო კარგად. ეს ნიშნავს სერიოზულ წარმატებას, მაგრამ ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია სოციალური ფონის გაუარესება, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შემოდგომამდე ყველა საჭირო ღონისძიება გავატაროთ საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მოქალაქის ჯიბეზე ზეწოლა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. თუ ვინმე ამბობს, რომ 300-ლარიანი დახმარება კომუნალური გადასახადები, 1 200-ლარიანი დახმარება და აშ. არ არის საკმარისი, ის შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, აკეთებს ყველაფერს, რომ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური, რომელსაც კოვიდინფექციის შედეგად პრობლემა შეექმნა, რამენაირად გვერდით დაუდგეს და მისთვის მაქსიმალური გააკეთოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ