დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„სახეები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ბოლო 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებენ, სხვადასხვა ადგილმონაცვლეობით, სერიოზულ განახლებას საჭიროებს“ 27.05.2020 21:57

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

 

პრემიერის დღევანდელმა საპარლამენტო ანგარიშმაც დაადასტურა ის მწარე რეალობა, რომ პოლიტიკური კლასი აშკარად ამორტიზირებულია, სახეები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში ბოლო 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებენ, სხვადასხვა ადგილმონაცვლეობით, სერიოზულ განახლებას საჭიროებს. ამ ტიპის ოპოზიცია არის კატასროფა ნებისმიერი ქვეყნისათვის, არანაირი თვითკრიტიკა, შეკითხვების ისრების არაადექვატურობა და ზოგჯერ შეკითხვა შეკითხვისათვის... არადა, წარმოდგენილ ანგარიშზე, რომელიც იყო მეტად საინტერესო, და დღევანდელ პოსტში უკვე შევეხე, არანაკლებ საინტერესო კითხვების დასმა ნამდვილად შეიძლებოდა. ელემეტარულად არა ნიშნის მოგების მიზნით, არამედ თავად მოსახლეობის პატივისცემის ნიშნად, უფრო მეტი ინფორმაცია რომ გაეგოთ. თუნდაც ჩვენ თანამოქალაქეებს, ვისაც ცალკეული პოლიტფეისების ხილვაზე უფრო მეტად, ხვალინდელი დღის პერსპექტივა აინტერესებთ.

 

ამიტომაც არის, მხოლოდ ნეგატივის, ზიზღის და სიცრუის პოლიტიკის სტრატეგია წამგებიანი განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში, რაზეც მათი პერფომანსირებული ნარატივია აგებული განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხოლო კრეატივისგან დაცლილი და ერთად შეყრილი ოპოფლანგი - ძველებიც და ახლებიც - ელექტორალურად გაკოტრებული და ნულოვანი შანსით მომავალ არჩევნებზე! ქვეყანას აშკარად ახალი პოლიტიკური სისხლი სჭირდება, ოპოზიციური ველის სიჯანსაღეზე და ალტერნატივაზე დგას ყველა განვიტარებული და წარმატებული ქვეყნის სიძლიერეც!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ