დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ბრაზილიაში კორონავირუსით ერთ დღეში 20 599 ადამიანი დაინფიცირდა და 1 086 დაიღუპა 28.05.2020 11:26

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 086 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 25 598-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ი კიდევ 20 599 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 411 821-ს მიაღწია.

 

შეგახსენებთ, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ