დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

აშშ მზად არის, სამი მილიონი გადაიხადოს ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი პროპაგანდისტის მუჰამად ჰარიდ მუსა რამადანის დაკავებაში 28.05.2020 20:57

აშშ მზად არის, სამი მილიონი დოლარი გადაიხადოს ინფორმაციისთვის, რომელიც შტატებს დაეხმარება დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი პროპაგანდისტის მუჰამად ჰარიდ მუსა რამადანის დაკავებაში. ამის შესახებ სახლემწიფო დეპარტამენის პრესსამსახური იუწყება.

 

„ის ერთ-ერთი ძველი და მაღალჩინოსანი წევრია „ისლამური სახელმწიფოსი მედიის საკითხებში, რომელიც ყოველდღიურ კურირებას უწევს მედიაში დაჯგუფების ოპერაციებს, მათ შორის კონტენტის მართვას დაჯგუფების მომხრეების გლობალურ ქსელში. ის ხელმძღვანელობს მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული ვიდეორგოლის, პუბლიკაციისა და ონლაინ-პლატფორმის დაგეგმვასა და პროპაგანდას, რომლებიც შეიცავენ სამოქალაქო პირების წამებისა და მასობრივი დასჯის სცენებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში. რამადანი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აბუ ბაქრ ალ-ღარიბი, იორდანიაშია დაბადებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ