დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ოპოზიციამ გოიმობის ინდიკატორების მთელი ბუკეტი წარმოაჩინა - როდესაც განგებ ხმაურობ, გოიმი ხარ, როდესაც ნერვებს ვერ თოკავ და მიკროფონზე იყრი ჯავრს, გოიმი ხარ“ 28.05.2020 21:30

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

მოგეხსენებათ, გასულ კვირას დიდი სჯა-ბაასი იყო იმაზე თუ ვინ არიან გოიმები ჩვენს პოლიტიკოსებში, თუმცა საერთო ინდიკატორებზე ვერ შეთანხმდნენ. გუშინ პარლამენტში პრემიერ მინისტრის ანგარიშის წარდგენის პროცესში ეს ინდიკატორები მკაფიოდ გამოიკვეთა. ოპოზიციამ, მცირე გამონაკლისის გარდა, გოიმობის ინდიკატორების მთელი ბუკეტი წარმოაჩინა. როდესაც განგებ ხმაურობ რომ კოლეგას საუბრის საშუალება არ მისცე, გოიმი ხარ. როდესაც ნერვებს ვერ თოკავ, იცი რომ ოპონენტს ვერაფერს დააკლებ და მიკროფონზე იყრი ჯავრს, გოიმი ხარ. გოიმი ხარ როდესაც არგუმენტების ნაცვლად პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ და საკუთარი მძიმე წარსულის მქონე, სხვებს უხსენებ რაღაცეებს. მძიმე საყურებელი და მოსასმენი იყო ეს ყველაფერი და რაც ყველაზე პარადოქსულია, ეს შემადგენლობა ცდილობს „პრო-დასავლურობის“ სტატუსის მონოპოლიზებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ