დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება - ავტობუსებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა არის პირბადეებით ასვლა - პირბადეების გარეშე, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს“ 28.05.2020 22:54

მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამუშავდება. მისივე თქმით, რამდენად დაიცავენ პირბადის ტარების მოთხოვნას მოქალაქეები, ამას მეტროში პოლიცია გააკონტროლებს. კახა კალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ის ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

 

„ხვალ დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. მუნიციპალური ავტობუსები, მეტრო, მიკროავტობუსები, არის სრულ მზადყოფნაში. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იქნება წარმოებული,რადგან ასეთია მოთხოვნები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს და მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ რთულ ვითარებაში როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის რომ საქართველო ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების დროს გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“ - განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. „ერთადერთი მოთხოვნა რაც არის მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა არის პირბადეებით ასვლა. ერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიციონერის არჩართვა და არ მუშაობა, ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება არის ერთ-ერთი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება, ჩვენ დაგვეხმარება საპატრულო პოლიცია და მეტროში არ შეიშვებიან ადამიანები, ვისაც პირბადეები არ აქვს. მეტროში ფეხზე დგომა დასაშვები იქნება“, - აცხადებს კალაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ