დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„რატომ უჭერს მხარს გამოკითხულთა უმეტესობა სახელისუფლებო პარტიას „ქართული ოცნებას“? 28.05.2020 23:39

ლევან ნიკოლეიშვილის პოსტი:

 

რატომ უჭერს მხარს გამოკითხულთა უმეტესობა სახელისუფლებო პარტიას „ქართული ოცნებას“? GORBI-ს კვლევის მიხედვით “დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.” რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს „ნაციონალურ მოძრაობას“-12% , 6% „პატრიოტთა ალიანს“, 4-4 % „ლეიბორისტ პარტიას“ და ხაზარაძის „ლელოს“, 3% „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. რაშია საქმე და რატომ აქვს დაბალი რეინტინგი ოპოზიციას? პასუხი მარტივია: ოპოზიციური სპექტრი მიმართულია რადიკალიზაციისკენ და რევოლუციისკენ, ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების გამოწვევისკენ-დესტაბილიზაციისა და არეულობის შესაძლო სურათი, მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ დაუფარავი ზიზღი ხომ საერთოდ გვირგვინია მათ ქმედებებისა...როგორც ჩანს, საზოგადოების უმეტესობას, არც ოპოზიციაში თავმოყრილი ადამიანების წარსული ავიწყდებათ და არც მათი მყიფე გაერთიანება ესიმპატიურებათ და არც ის მოსწონს ხალხს, თუ როგორი ეფერებიან არც თუ დიდხნის წინ ერთმანეთის ლანძღვა-გინებით დაკავებული ადამიანები. კორონას წინააღმდეგ სახელმწიფოს ეფექტიანი ქმედებების მუდმივი ქილიკი და მავნებლური ვითომ კრიტიკაც და ამ ბრძოლაში ქვეყნისა და ხელისუფლების დამარცხების მუდმივი სურვილიც ახსოვს ხალხს. რატომ უჭერს მხარს გამოკითხულთა უმეტესობა სახელისუფლებო პარტიას „ქართული ოცნებას“? პასუხი აქაც მარტივია: ნაცების ხელისუფლებისგან განსხვავებით (2008 წლის ომი), ქართულ ოცნებას ხალხი ომში არ მიუტოვებიათ - დიახ კორონას წინააღმდეგ ომს ვგულისხმობ, უფრო მეტიც მაღალ დონეზე შეასრულა თავისი მოვალეობა და კრიზისში ბევრ ჩვენზე ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებზე ეფექტური აღმოჩნდა! რა ვქნათ თუ ოპოზიცისგან განსხვავებით სახელისუფლო გუნდი, შენებისკენ, განვითარებისა და სტაბილურობისკენ არის ორიენტირებული, თუ მათი მთავარი სამიზნე ადამიანი და მისი უსაფრთხოებაა..ამის დასტური კი ის გახლავთ, რომ გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ