12:09 29.05.2020
საქართველო საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან ისევ მიიღებს

„საქართველო საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან ისევ მიიღებს“

სტატიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებული ემირატების გაზეთ «The Nation»-ში (სარედაქციო ოფისით აბუ-დაბში) გამოქვეყნდა, საუბარია საქართველოს ტურისტულ პერსპექტივაზე კორონავირუსის შემდგომ პერიოდში.

„საქართველოს მტავრობამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან იწყებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული რამდენიმეთვიანი იზოლაციის შემდეგ, ტურიზმის სფეროში მუშაობას გაანახლებენ - გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასა და ესპანეთთან ერთად.


რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიც კვლავ ხსნიან თავიანთ საზღვრებს მოგზაურებისათვის, თუმცა ყოველ მათგანს სტუმართა მიღება-გამასპინძლების დროს, ვირუსული სიტუაციის გათვალისწინებით, თავიანთი წესები აქვთ შემუშავებული.


საქართველომ, მართალია, განაცხადა, რომ მიესალმება ტურისტებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია: არსებობს რამდენიმე შემზღუდავი ფაქტორი. მაგალითად, დასადგენია „ზონები“, სადაც ტურისტების ყოფნა იქნება შესაძლებელი, ასევე ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გარკვეული სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის წესები. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს „მეზობელ ქვეყნებთან არსებულ საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნების“ შექმნის მიზნით.


საქართველო გაერთიანებული საამიროების ტურისტებისათვის ერთ-ერთ მთავარ და პოპულარულ სამოგზაურო ადგილად ითვლება, მისი გეოგრაფიული სიახლოვისა და იაფი მომსახურების გათვალისწინებით: დუბაიდან თბილისში ჩასაფრენად მხოლოდ ოთხ საათამდეა საჭირო.


2019 წელს საქართველომ უცხოელი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას (9,3 მილიონი) უმასპინძლა. კავკასიურ ქვეყანას მიზნად აქვს დასახული, რომ 2025 წლისათვის 11 მილიონი ტურისტი მიიღოს.


ტურისტული სექტორის ასაღორძინებლად გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ ამ სფეროში დასაქმებული კომპანია-საწარმოები 2020 წლის განმავლობაში გათავისუფლებულნი იქნებიან ქონების გადასახდიდან. მისი თქმით, მთავრობა ასევე დაეხმარება სასტუმროებს სუნსიდიით კრედიტების გადახდაში.


როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში შეიქნება ე.წ. „მწვანე ზონები“, ანუ ის რეგიონები, რომლებიც სრულიად არიან დაცულნი „კოვიდ-19“-ის გავრცელებისგან: „უსაფრთხოება მთავარი პირობა იქნება. საქართველო მსოფლიოს ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურისტული ინდუსტრიის ამოქმედება გამოაცხადა დღევანდელი პანდემიური კონტექსტის გათვალისწინებით. ძალზე მნიშვნელოვაბნია, რომ ყველა სასტუმრო, ყველა ტურისტული სააგენტოს მუშაობა უსაფრთხოების იმ კრიტერიუმებს შეესაბამებოდეს, რომლებიც საერთაშორისო დონეზეა დადგენილი“, - ამბობს მარიამ ქვეივიშვილი.


საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტები უახლოეს დროში გაიხსნება - ჯერ შიდა ტურისტებისთვის, შემდეგ კი უცხოელებისათვის.


წყარო: https://www.thenational.ae/lifestyle/travel/georgia-to-reopen-for-international-tourists-from-july-1-1.1025947

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge