დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია 29.05.2020 13:59

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის გავრცელების დროიდან ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ბრაზილიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 438 238-ს აღწევს.

 

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 1 156 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 26 754 -მდე გაიზარდა.

 

ცნობისათვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ქვეყანა კვლავ მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ