დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ეს ლაბორატორია რომ არ გვქონოდა თავისი სპეციალისტებით, ინფრასტრუქტურით, ალბათ "ვექტორი" გაგვიწევდა დახმარებას?!" 29.05.2020 16:33

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ლუგარის ლაბორატორიამ 2 წლის წინ მედიისთვის ღია კარის დღე მოაწყო. იხილეთ ვიდეო.


რაიმე კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს? რაიმე დაუმალეს და არ აჩვენეს?
როგორც მახსოვს არც სპეციალისტთა დაშვებაზე ჰქონიათ რაიმე პრობლემა.


ლავროვს, კარასინს და მათ პროპაგანდისტებს მეხსიერება ღალატობთ?


კითხვები ჩვენც გვაქვს, თუნდაც რიტორიკული:
- რა ხდება ლაბორატორია "ვექტორში"?
- ხომ არ გაეპარათ კოვიდ-19 "ვექტორიდან"?
- რა ხდება როსპოტრებნადზორის 85 და თავდაცვის ან ჯანდაცვის უწყებების ლაბორატორიებში?


ომის მიზეზს თუ ეძებთ, თქვით, რა მნიშვნელობა აქვთ რაზე მოგვდებთ შარს?! თუ არა და მიხედეთ თქვენს ეპიდვითარებას, მიზეზებს სხვაგან ნუ ეძებთ.


ჩააფლავეს ყველაფერი, მიუშვეს, დაეღუპათ ხალხი, ბოლო დღე-ღამეში 232, და საქართველოში ეძებენ მიზეზს. სად ჩინეთის უხანი და სად თბილისი? გეოგრაფიასთან როგორ ხართ?


ეს ლაბორატორია რომ არ გვქონოდა თავისი სპეციალისტებით, ინფრასტრუქტურით, ალბათ "ვექტორი" გაგვიწევდა დახმარებას?!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ