დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა კანონიერი ქურდების - ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბასა მკვლელი დააკავეს 29.05.2020 21:39

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმში სამი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ტასს“-თან საუბარში ე.წ. შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა განაცხადა. მისი თქმით, დაკავებული ერიკ ჭკადუაა, რომელზეც ძებნა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მას ბრალად ედება ე.წ. კანონიერი ქურდების - ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბასა მკვლელობა. დომინიკა აკირთავა რესტორნის თანამშრომელი იყო, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ერიკ ჭკადუა დღეს სოხუმში, დაახლოებით 17:30 საათზე ვორონოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში დააკავეს. დაკავების დროს ერიკ ჭკადუა დაჭრეს.

 

დანაშაული გასული წლის 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოში“ მოხდა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები დაცხრილეს. აღნიშნული საქმის გამო, 2 დეკემბერს თანამდებობები დაატოვებინეს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, ე.წ. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ