დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ე.წ. „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან“ 29.05.2020 22:04

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Twitter გვერდის მეშვეობით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას ეხმაურება.

 

„გუშინდელ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, ასევე მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან“, - დაწერა მიხაელ ზიბერტმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ