დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„თუკი ადამიანი არ არის მარტოხელა ხეიბარი, ან მწოლიარე ავადმყოფი, ის არ შეიძლება სოფელში იყოს ღარიბი, მით უმეტეს უკიდურესად ღარიბი!“ 30.05.2020 00:51

ბლოგერი მირიან ყარაულაშვილი ეხმაურება საქსტატის ინფორმაციას, რომ სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მოსახლეობის 23.7% ცხივრობს:

 

ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიმეორებ:

 

- თუკი ადამიანი არ არის მარტოხელა ხეიბარი, ან მარტოხელა ქრონიკულად მწოლიარე ავადმყოფი, ის არ შეიძლება სოფელში იყოს ღარიბი, მით უმეტეს უკიდურესად ღარიბი!!! ერთის მხრივ, ეს არის ჩვენი სოციალური დახმარებების მეტისმეტად რთული სისტემის ბრალი, რომელიც ზოგჯერ შრომის და დამატებითი შემოსავლის მიღების სტიმულს უკარგადვს სოფლის მაცხოვრებელს და მეორეს მხრივ- ამ სისტემის მოქმედების შედეგად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაზარმაცებული სოფლის მცხოვრების ბრალია!!! კარგი იყო თუ ცუდი, 1992-98 წლებში სოფლად ( და ქალაქად ) მცხოვრებ ყველა ოჯახს (კომლს) უფასოდ გადაეცა ერთი ჰექტარი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა; ამ ერთ ჰექტარში ბევრმა მრავალწლიანი ნარგავებით გამდიდრებული მიწაც მიიღო( ხეხილის ბაღები, ვენახები და სხვა), დანარჩენი კი სახნავ-სათესი და საბოსტნე-საბაღჩე ნაკვეთები იყო და არის. ბევრ მათგანს ეხლა უკვე აღდგენილი სამელიორაციო სისტემები უდგება ახლოს და მათი რწყვა შესაძლებელია ზაფხულის განმავლობაში; აღარაფარს ვამბობ 2012 წლიდან დაწყებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ სხვადასხვა სახის სუბსიდიებსა და ფულად თუ ტექნიკურ დახმარებაზე!

 

ხოდა, კიდევ ვიმეორებ - თუ ადამიანი ქრონიკულად ზარმაცი და უსაქმური არ არის, დღეს სოფელში ღარიბი ოჯახი არ უნდა არსებობდეს!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ