დღე: 14

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა 30.05.2020 13:37

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

 

„ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან”, - აღნიშნავენ უწყებაში.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სტამბოლთან ახლოს, კეიბაშის ტანსაცმლის საწარმოში მოხდა. ინციდენტის შედეგად გარდაცვლილია ორი პირი, რომლებიც აღნიშნულ ქარხანაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი 45 წლის ქართველი მამაკაცია.

ავტორ(ებ)ი : ipn

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ