20:09 30.05.2020
„ოპოზიციამ აირჩია არასწორი ტაქტიკა - შეუტიეს საპენსიო ფონდს, კოვიდის ფონდს, ეკლესიას, იმ საქველმოქმედო დონაციას, რომელიც ადამიანებმა ამ ფონდში გააკეთეს“

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უკმაყოფილოა გუშინ, 29 მაისს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის დროს ოპოზიციის დასმული კითხვებით. მან ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას არასწორი ტაქტიკა ჰქონდა.

 

"მთელი ამ კოვიდ პანდემიის პერიოდში, ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ. სამწუხაროდ ასეა. მათ აირჩიეს არასწორი ტაქტიკა - შეუტიეს საპენსიო ფონდს, კოვიდის ფონდს, ეკლესიას, იმ საქველმოქმედო დონაციას, რომელიც ადამიანებმა ამ ფონდში გააკეთეს... რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ტაქტიკას ირჩევ, ეს მერე რეიტინგებზეც აისახება", - თქვა მან.

 

გუშინ, 29 მაისს გიორგი გახარია ინტერპელაციის ფორმატით კორონავირუსთან დაკავშირებით ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის კითხვებს პასუხობდა. ოპოზიცია ხელისუფლებას გადადგმულ ნაბიჯებითა და გაცემული პასუხებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მმართველი პარტია კი პირიქით.

 

ინფორმაციას რადიო თავისუფლეება ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge