დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა 30.05.2020 20:45

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარში ცხელების სიმპტომით ოთხი ახალი პაციენტი შევიდა. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამასთან, თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში ერთი პაციენტი შევიდა. მას უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზი და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ