დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში სროლის შედეგად სამი ადამიანი მაინც დაიღუპა 31.05.2020 17:26

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში სროლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს. ინდიანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სროლა დაახლოებით 2:30 წუთზე მოხდა. გავრცელებული ვერსიით, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ინდიანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სროლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში არც ერთ სამართალდამცველს აქციის დროს არ უსვრია.​ ინდიანაპოლისში უკვე მეორე ღამეა, საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. მოსახლეოება 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებს, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაიღუპა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ