დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის - ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა და წარმოშობით კახეთიდანაა“ 31.05.2020 18:19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა. პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან.

 

„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა ვირუსი. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ