19:27 31.05.2020
„კატეგორიულად ვაცხადებ, არ მიმაჩნია, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, მაგრამ არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი არჩევნების ლეგიტიმაციას“

უკვე სამუშაოდ ვარ ჩამოსული მანგლისში, ჩემს მომავალ სამაჟორიტარო, დიდებულ ოლქს ვეცნობი. ჯერ არ დამიწყია სამაჟორიტარო კამპანია, მაგრამ მუნიციპალიტეტს მინდა გავეცნო , - ამის შესახებ დმანისი-წალკის მაჟორიტარმა დეპუტატუმა კახაბერ ოქრიაშვილმა მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქით, „ხელისუფლება და ოპოზიცია, ფაქტობრივად, ყველა საკითხზე შეთანხმებულია".

 

"რჩება ერთი საკითხი, ბატონი გიორგი რურუას პატიმრობის თემა. ვფიქრობ, პროკურატურა და სასამართლო გადახედავენ ამ საკითხს. მათ არავინ ეუბნება, გააუქმონ რურუას სისხლის სამართლის საქმე. უბრალოდ, შეიძლება აღმკვეთი ღონისძიება შეუცვლონ შიდაპატიმრობით. ეს არის გამოსავალი. ქვეყნის მომავალზე არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს იმ კაცმა, ერთი კაცი ციხის გარეთ იქნება, თუ შიგნით. ერთი კაცის პატიმრობამ ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია. კატეგორიულად ვაცხადებ, არ მიმაჩნია, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, მაგრამ არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი არჩევნების ლეგიტიმაციას. აქვე ვადასტურებ, რომ ხმას არ ვაძლევ მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 2006 წლიდან ეს პოზიცია მაქვს - ოთხგზის მაჟორიტარი ვარ. ვერც საკუთარ თავს გავუგებ და ვერც ჩემი ამომრჩეველი გამიგებს, რომ მივიდე და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მივაჭირო ხელი. მე ხმას არ ვაძლევ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა, როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა მას მხარს დაუჭერს და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება“,- განაცხადა ოქრიაშვილმა, რომლის კომენტარსაც დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge