გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
ბროვნის სინდრომი
რამდენიმე წლის წინ, 2014 წელს ობამას პრეზიდენტობისას გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება არ გასამართლებულიყო აშშ-ის ქალაქ ფერგუსონში, 18 წლის შავკანიანი უიარაღო ახალგაზრდის მკვლელი პოლიციელი ვინმე დარრენ ბროვნი-პოლიციის კანონიერი თავდაცვის ინსტიქტის მოტივზე დაყრდნობით. ნიშანდობლივია, რომ მაშინ ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მოკლული ახალგაზრდის ოჯახის მოწოდების მიუხედავად, არეულობამ მაინც სერიოზული ხასიათი მიიღო. ცეცხლი წაუკიდეს 12 შენობას და პოლიციელების მრავალ მანქანას. მაშინაც გაიძარცვა მაღაზიები და ოფისები. მიტინგებიც პოლიციასთან შეტაკებებით მიმდინარეობდა, ქვების და ხელკეტების აქტიური გამოყენებით, რომლის დროსაც სულ ცოტა 29 ადამიანი დაშავდა.
დღესაც მომიტინგეები შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც პოლიციის მიერ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა. მომიტინგეების ნაწილმა შაბათ საღამოს ვაშინგტონის ცენტრში მდებარე შენობების შუშების მტვრევა დაიწყო. ისინი პოლიციას ქვებს და წყლის ბოთლებს ესროდნენ. პასუხად პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის გაზი გამოიყენა. ვაშინგტონთან ერთად საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში. თუმცა მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვაშინგტონის მსგავსად, ძალადობრივ ტალღაში გადაიზარდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მინეაპოლისში და სენტ პოლში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. განსხვავება კი ფერგიუსონის შემთხვევისაგან ის არის, რომ უკვე ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე მინეაპოლისში პროკურორმა პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. ორივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შოვინს შესაძლოა სულ 35 (25 პირველი და 10 მეორე ბრალდებისთვის) წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.
მაგრამ ამ ორ ისტორიაში, საინტერესო სხვა რამ არის. შაბათს, მინესოტის გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაციის ბრძანება გასცა წესრიგის აღსადგენად და რაც ყველაზე საინტერესოა, მთელ ამ პროცესს- “გარედან მართული” უწოდა. ამ შემთხვევაში ისრები ბუნებრივია დემოკრატებისკენ იყო მიმართული, ისედაც დაძაბული წინასაარჩევნო ფონიდან გამომდინარე, რაც გამოსარიცხი ნამდვილად არ არის. შავ კანიანი მოსახლეობის ხმები შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს ტვიტერში დაწერა, რომ უსაფრთხოებამ იმოქმედა მაღალპროფესიულად მისცა რა უფლება „პროტესტის მონაწილეებს“ ხმამაღლა ეყვირათ იმდენი, რამდენიც მოესურვებოდათ, მაგრამ როდესაც პროტესტის მონაწილეები თეთრი სახლის ღობესთან რომ მიახლოებულიყვნენ, მათ “ყველაზე საშიში იარაღებით დახვდებოდნენ”.
ეს არის სწორედ თანამედროვე ამერიკული დემოკრატია, სადაც უფლება მოვალეობებთან არის დაბალანსებული, და არა უფლების პრიმატზე აგებული, როგორც აქ ზოგიერთ ნეო ლიბერალ ქართველ პოლიტიკოს, არასამთავრობოს თუ ექსპერტს ჰგონია. და მთელი ეს ისტორია პარარელს საქართველოსთანაც ავლებს. გვახსოვს, 20 ივნის დაწყებული პროტესტი რაშიც გადაიზარდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ აქციის მონაწილეები პარლამენტში არ შეუშვა და პარლამენტის შენობაზე მიტანილი შტურმი კანონის დაცვით აღკვეთა. რაც მთავარია, მთელი გასული წლის მეორე ნახევარი ოპოზიცია პერმანენტულად მართავდა ხან სახელმწიფო შენობების "დაბოქლომების" და ხან პარლამენტის პიკეტირების პერფომანსებს და ამ თემაზე ოპონირებას დღემდე აგრძელებს. ამ ნარატივს, რომ აწვებიან თან ჯიუტად იმიტომ აღარ ესინჯებათ პოლიტიკური პულსიც. აშშ-ში კი, ხელისუფლებამ პროსტესტის მონაწილეები, ამ პროტესტის ლეგიტიმური უფლების მიუხედავად, ისევ ამერიკული დემოკრატიის გადასარჩენად შენობის სიახლოვესაც კი არ გააკარა. ბროვნის სინდრომიც ეს არის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge