დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვინ პროვოცირებს სომხეთ-საქართველოს ომს? 01.06.2020 12:10

რუსულ პოპულარულ გამოცემაში - გაზეთ „ექსპრეს-გაზეტა“-ში («Экспресс-газета») გამოქვეყნებულ  სტატიაში განხილულია საქართველო-სომხეთის ურთიერთობების საკითხები, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით, სადაც სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს (ავტორი - ვიტალი კიმი).


პუბლიკაციის სათაურია „ვინ პროვოცირებს სომხეთ-საქართველოს ომს?“.


„სომხები თვლიან, რომ სამცხე-ჯავახეთი ოდესღაც დიდი სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ქართველები ასეთ თვალსაზრისს არ ეთანხმებიან. დღევანდელი „გენაცვალეები“ რუსეთის იმპერიას იმაში ადანაშაულებენ, რომ იმპერატორმა სომხები ქართულ მიწაზე სპეციალურად დაასახლა. პრინციპში, მსგავსი მსჯელობები კავკასიისთვის ტიპიურ სიტუაციას წარმოადგენს. ისტორიის ასეთ ინტეპრეტაციებს აქ მცხოვრები ხალხები შეტაკებამდეც კი მიჰყავდა ხოლმე. ასე მოხდა 1918 წლის დეკემბერში, როცა სომხეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიის გამო ომი დაიწყო და სამხედრო მოქმედებები თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ერთმანეთსაა შედარებული საბჭოთა პერიოდის, 1990-იანი წლების და დღევანდელი მდგომარეობა.


„სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში 15 წლის წინათ რუსეთის სამხედრო ბაზა არსებობდა. ბოლო დროს რამდენჯერმე გამოითქვა მოსაზრება, რომ აშშ-თურქეთს შორის ურთიერთობის გაურესების გამო შესაძლოა ინჯირლიყის სამხედრო ბაზის დატოვების შემთხვევაში ამერიკელებმა ახალქალაქის ყოფილი რუსული ბაზით ისარგებლონო, თუმცა ჯერ-ჯერობით ხმები ხმებად რჩება და რაიმე პრაქტიკული მოქმედება არ დაწყებულა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


ავტორი ხაზს უსვამს, რომ სამხცხე-ჯავახეთს ძლიერი კონფლიქტური პოტენციალი აქვს და მავანთა სურვილის შემთხვევაში ეს რეგიონი შეიძლება „ცხელ წერტილად გადაიქცეს“.


პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს „გაუგებარ“ გადაწყვეტილებაზე: „როცა კონგრესი ყოველწლიურად იხილავს სომხეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხს, კონგრესმენები ფულს სამცხე-ჯავახეთის სომხებისთვისაც გამოყოფენ, თუმცა ეს რეგიონი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს და მას ავტონომიური უფლებებიც კი არ აქვს. რატომ აძლევენ ფულს ამერიკელი კანონმდებლები სამცხე-ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით, გაუგებარია. ქართულ საზოგადოებაში ასეთი მიდგომა პროტესტს იწვევს“, - აღნიშნავს ავტორი.


წყარო: https://www.eg.ru/politics/896118-kto-provociruet-armyano-gruzinskuyu-voynu/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ