12:23 01.06.2020
მკვდრეთით აღმდგარი: კიევში „სუამ“-ის გაცოცხლებას ფიქრობენ

რუსულ გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მკვდრეთით აღმდგარი: კიევში „სუამ“-ის გაცოცხლებას ფიქრობენ“ (ავტორი - ქაენია ლოგონოვა). მასში საუბარია უკრაინის ხელისუფლების გეგმებზე, რომელიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების რეგიონული გაერთიანების „სუამ“-ის გააქტიურებაზე, რომელშიც შედიან საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 1990-იან წლების ბოლოს ეს ორგანიზაცია რუსეთის საპირწონედ, დსთ-ის ალტერნატივის სახით შეიქმნა, თუმცა საბოლოო ჯამში არ გაამართლა. მისი გააქტიურება მხოლოდ დროდადრო ხდებოდა: ამას განსაკუთრებით საქართველო ცდილობდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. დღეს ეს ორგანიზაცია ნაფტალინმოყრილ გაერთიანებას წარმოადგენს. „გაცოცხლდება თუა რა სუამი“? მისი გააქტიურება ბევრად არის დამოკიდებული უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გაუარესდა“, - ასკვნის ავტორი.


წყარო: https://iz.ru/1017429/kseniia-loginova/vosstat-iz-mertvykh-v-kieve-zadumalis-o-voskreshenii-guam

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotime.ge