დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ქართველებს ღირსეული არჩევანი სხვა დროსაც არაერთხელ გაგვიკეთებია და ამ ისტორიულ გზაგასაყარზეც გავაკეთებთ!" 01.06.2020 14:13

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს;

 

"დღეს რაც ვაშინგტონში და ამერიკის სხვა ქალაქებში ხდება, ეს არის კარგად მართული პროცესი, დემოკრატების და მეოთხე ლიბერალური ინტერნაციონალის ღია ომი პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, შავკანიანი მოსახლეობის და არა მხოლოდ, მთლიანად ფერადკანიანი ამერიკელების აჯანყების მიზნით და საარჩევნო ხმების წასართმევად.


შემთხვევით არ ყოფილა, რომ მინესოტის გუბერნატორმა ყველაფერ ამას გარედან მართული რომ უწოდა. "გარედან მართულში" ჩვენ ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ სხვა სახელმწიფიების ინტერესების თანხვედრაც, პირველ რიგში ჩინეთის, რომელსაც ღიად არის დაპირისპირებული ტრამპთან და ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული დიასპორა გააჩნია. რასაც თემურ ბასილია წერს, რომ აქაც მოსალოდნელია გარე ძალების ჩარევა საარჩევნოდ სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. აქაც მოსალოდნელია პირველი სერიოზული რევოლუცია-რეპეტიცია საარჩევნოდ, არჩევნების შედეგების გაპროტესტებით, ნებისმიერი შედეგის დადგომისას, გარდა ოპოზიციის გამარჯვებისა, ბუნებრივია, ვუსწრებთ რა ერთი თვით ამერიკის არჩევნებს.


მარნეულის ამბებიც, ევროპული საქართველოს იმ აქციებში ჩართულობა და ამ პროცესში ერთგვარ ეთნიურობის ელემენტზე აქცენტებიც თუ ცალკეული ცნობილი წერილებიც მაგ კლასტერიდან უნდა შეფასდეს. გუშინ სუს-ის განცხადებაც ცალკეული ჯგუფების მობილიზაციაზე, რომლებიც ეთნიურ საკითხზე ცდილობენ პროვოცირებას, ბევრმა რომ ვერ გაიგო, მაგ კონტექსტშია შესაფასებელი.

 

აქაც ეს იქნება არჩევანი არა ოცნებასა და ოპოზიციას შორის, არამედ თავს ნუ მოვიტყუებთ, ბრძოლა ქართველ ხალხსა და გარე ძალებს შორის, სადაც ბევრი სხვა ჩვენთვის ნაცნობი ქვეყნის თუ ინტერესთა ჯგუფების ინტერესები შეიძლება გადაიკვეთოს და აქ მხოლოდ ჩრდილოეთ მეზობელს არ ვგულისხმობ.


ქართველებს ღირსეული არჩევანი სხვა დროსაც არაერთხელ გაგვიკეთებია და ამ ისტორიულ გზაგასაყარზეც გავაკეთებთ!" - წერს ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ