დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კრემლის აღიარება - რუსეთში გარდაცვლილთა მესამედი კორონავირუსის სტატისტიკაში არ შეჰყავდათ 01.06.2020 16:00

“რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დათვლის წესი შეცვალეს, რის შედეგადაც ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით მესამედით გაიზარდა. ამას გარდა გაირკვა, რომ ქვეყანაში გარდაცვალების 1 138 ისეთი შემთხვევაა აღრიცხული, როდესაც პაციენტებს კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა ისინი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო სტატისტიკაში არ შეიყვანეს. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კრემლის აღიარება - რუსეთში გარდაცვლილთა მესამედი კორონავირუსის სტატისტიკაში არ შეჰყავდათ.


“რუსეთში ეპიდემიის დროს გარდაცვლილებს სამ ჯგუფად ყოფენ: ადამიანები, ვისაც ოფიციალურად დადასტურებული ჰქონდათ კოვიდ-19 და ამის შედეგად გარდაიცვალნენ; ადამიანები, რომელთაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსი და რომელიმე სხვა დაავადების ან პათოლიგიის გამო გარდაიცვალნენ; და ისინი, ვისაც კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდათ, თუმცა სხვა გართულების გამო გარდაიცვალნენ. ბოლო დრომდე კორონავირუსის სტატისტიკის შედგენისას რუსეთში მხოლოდ პირველი ჯგუფის ავადმყოფებს ითვალისწინებდნენ. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, აპრილში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 1 675 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, მათგან გარდაცვალების მიზეზად უშუალოდ კორონავირუსი მხოლოდ 1 136 შემთხვევაში დასახელდა და შესაბამისად, ოფიციალურ სტატისტიკაში მხოლოდ ეს რაოდენობა შეიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მესამე ჯგუფს გარდაცვალების განსხვავებული მიზეზი ჰქონდა - დაავადებები, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში აწუხებდა ადამიანს, თუმცა კორონავირუსზე ტესტირებისას პასუხი დადებითი იყო. ამ ჯგუფში 1138 ადამიანია, თუმცა ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი კოვიდ-19 არ არის. მიზეზი განსხვავებულია, შესაძლოა, მაგალითად, გულის შეტევა იყოს. ცხედრების პათოლოგანატომიური გაკვეთა გრძელდება”, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 374 ადამიანი შეადგინა. 28 მაისიდან კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებს რუსეთში უკვე სხვაგვარად ითვლიან და ამ სტატისტიკაში ყველა ის გარდაცვლილი შეჰყავთ, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად, გარდაცვლილთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ნახტომისებურად მოიმატა: 27 მაისს 174 გარდაცვალება იყო დაფიქსირებული, 28 მაისს კი - 232," - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ