დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები“ - Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში საქართველოც მოხვდა 01.06.2020 20:44

Forbes-მა პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პონტენციალის მქონდე ქვეყნების სია გამოაქვეყნა. „ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები-ამ 7 ქვეყანას პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის პოტენციალი აქვს", - წერს გამოცემა. Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში სლოვენიასთან, ტუნისთან, ეთიოპიასთან, მიანმართან, ფილიპინებთან და ირანთან ერთად საქართველო მოხვდა.

 

„უპრეცედენტო ვარდნის ფონზე გლობალური ტურიზმი გადარჩენისთვის იბრძვის. ამ ფონზე მსოფლიოში მრავალი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტული ბუმისთვის ემზადება, ეს მაშინ მოხდება, როგორც კი მოგზაურობა შესაძლებელი გახდება. ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პირველი შესაძლებლობა რეგიონალურ ტურისტულ ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო ახლა მსოფლიო-კლასის ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება“,- წერს Forbes-ის ჟურნალისტი ჯარიდ რანაჰინი.

„ხშირად საქართველო ჯორჯიის შტატი ერევათ, საქართველო კავკასიის რეგიონში იდეალურ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება.

მოგზაურობა დედაქალაქით დაიწყეთ. ეს მომხიბლავი ქალაქი უძველესი ეკლესიებისა და ქვაფენილით მოკირწყლული ძველი უბნების სამშობლოა.​ მოგზაურობისას არ გამოტოვოთ საქართველოს ბუნებრივი სილამაზე და პატარა ქალაქები. აუცილებლად გამოიკვლიეთ ქართული ღვინო. საქართველო დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. მდიდარი და პოპულარული ქართული ღვინის ისტორია 8 ათას წელიწადს მოიცავს."-წერს Forbes-ის ჟურნალისტი.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ