20:56 01.06.2020
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაიკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაიკეტა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი 26 მაისს გაიხსნა იმისთვის, რომ „რესპუბლიკის“ მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლებოდათ, რომლებიც იქ კარანტინის გამო ვერ გადადიოდნენ. მათივე ცნობით, ე.წ. რესპუბლიკაში 532 ადამიანი დაბრუნდა.

ცნობისთვის, მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი აფხაზურმა მხარემ 14 მარტს იმ დროინდელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას ბრძანებით დაკეტა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge