დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ეს იყო ზვიადის და მერაბის გზა - მარტინ ლუთერ კინგი ცნობილმა სეგრეგადისტმა მოკლა, ეროვნული ხელისუფლებაც ძალადობრი გზით დაამხო იმ ხალხმა, ვინც დღეს ოპოზიციის რიგებს ასე ამშვენებს“ 01.06.2020 21:36

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ზოგჯერ პარარელს გასული საუკუნის 70-იან წლებთანაც ავლებენ. ზუსტად 52 წლის წინ, სამოქალაქო უფლებების და რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკის სიმბოლოს მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლამ ამერიკის ისტორია და ამერიკელების ცხოვრება შეცვლა. 1963 წლის 28 აგვისტოს მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა „ მე მაქვს ოცნება ყველა ადამიანი თავისუფალი იყოს“. დღემდე სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ეს აქცია ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რომელიც ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა. მაშინ ამერიკაში აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციის შემცველი ბევრი კანონი მოქმედებდა. სწორედ ამ შეკრებაზე წარმოთქვა მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვა , რომელიც ამერიკის მჭერმეტყველების ისტორიაში საუკეთესო გამოსვლად შეფასდა. მისი გამოსვლის მთავარი ლაიტმოტივი აფრო-ამერიკელების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობაზე იყო გაკეთებული.

 

- მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს, ...ეს ლაქა ამერიკამ უნდა მოიშოროს, და ქვეყანას ეს ძალიან სჭირდება ახლა.“ მარტინ ლუთერ კინგის ოცნებაც ეს იყო, რომ მის შვილებს ეცხოვრათ ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიდნენ. მარტინ ლუთერ კინგი, რომელსაც თეოლოგიური განათლება ჰქონდა და პროტესტანტების რელიგიურ ოჯახში გაიზარდა, მთავარ სამოქმედო დევიზად თავისუფლებისათვის არაძალადობრივ, ქრისტიანული ბრძოლის გზას მიიჩნევდა - უფალი დიადია, ადამიანები საბოლოოდ უნდა გათავისუფლდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ ისტორიკოსები ამ დემონსტრაციას ახასიათებენ, როგორც ყველაზე მშვიდობიან და წარმატებულ მსვლელობას, რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა.

 

ამ დიდი ამერიკელი ჰუმანისტის, რომელმაც ისტორია შეცვალა ციტირება იმიტომაც გადავწყვიტე, რომ სამწუხაროდ რაც დღეს ამერიკაში ხდება, ნაკლებად აქვს საერთო კინგისეულ მრწამსთან, რასაც დემოკრატები და ცალკეული მედია საშუალებები ასე ცდილობენ წარმოსახონ. მართალია, ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური აჯანყების უფლება, მაგრამ ცალსახად ტირანიისას, როცა სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ეს ფორმულირებაც, ნეო -ლიბერალურ ნარატივად არის ქცეული ცალკეული ჯგუფების თუ უმცირესობების უფლებების შელახვის თავისებური ინტერპრეტაციით და ცალკეული კეთილშობილური იდეების შეფუთვაც. მარტინ ლუთერ კინგი მხოლოდ არაძალადობრივი ბრძოლის გზას აღიარებდა და მისდევდა, ასევე დიდი ინდოეული გურუს, მოჰათმა განდის მრწამსაც. გადამწვარი მანქანები, დარბეული ოფისები, განადგურებული ინვენტარი და დაპირისპირება პოლიციასთან ქვების და მაშხალების როლის ფონზე საპირისპირო ასოციაციებს უფრო იწვევს. სამწუხაროდ, ამ აგრესიის შედეგად არის მსხვერპლიც. არა ძალადობას- აქტუალური არის დღევანდელ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში და ჩვენთანაც. როგორც არ უნდა მოგწონდეს პრეზიდენტი ტრამპი, მოდის არჩევნები, რომელიც არავის გაუუქმებია. ეს ამერიკა ხომ იგივე ამერიკა არა რის, რაც 70-იან წლებში იყო. 1986 წელს, ამერიკელების დიდი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ინიციატივით, ეროვნული დღესასწაულის რანგში სულაც მარტინ ლუთერ კინგის დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის მესამე ორშაბათს აღინიშნება.

 

90 -იან წლებში ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობაც ამ ფილოსოფიურ საწყისებზე იდგა. ეს იყო ზვიადის და მერაბის გზა. მარტინ ლუთერ კინგი, ცნობილმა სეგრეგადისტმა ჯეიმს ერლ გრეიმ მოკლა. ეროვნული ხელისუფლებაც ძალადობრი გზით დაამხეს, რუსეთის ღია მხარდაჭერით, იმ ხალმა ვინც დღეს ოპოზიციის რიგებს ასე ამშვენებს. არა ძალადობას დღეს როგორც არასდროს ისე აქტუალურია!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ