დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს 01.06.2020 23:37

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. კომენტარს აკეთებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე: „ჩვენთან გადმოიყვანეს 48 წლის მამაკაცი და 25%-ია დამწვარი, მეორე-მესამე ხარისხის სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. თავსდება ახლა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“ , - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ