დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დონალდ ტრამპმა, სპეცსამსახურების მოთხოვნით, ერთი საათი საიდუმლო ბუნკერში გაატარა 02.06.2020 00:35

აშშ-ს 75 ქალაქში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები, რაც ხშირად ძალადობრივ სახეს იღებს და პოლიციასთან შეტაკებით მთავრდება. როგორც ცნობილია, საზოგადოება პოლიციელებისგან აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ამერიკელი ჟურნალისტების განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი, სპეცსამსახურების მოთხოვნით, იძულებული გახდა, უსაფრთხოების მიზნით, დაეტოვებინა თეთრი სახლის საცხოვრებელი ფლიგელი და საიდუმლო ბუნკერში გადასულიყო. დონალდ ტრამპმა იქ ერთი საათი დაჰყო. 

 

დონალდ ტრამპმა მასობრივ არეულობებში საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შესაძლოა გამოიყენოს სამხედროების „უსაზღვრო ძალა“, ან მოუწოდოს დასახმარებლად საკუთარ მომხრეებს.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ