დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ისევ ბევრი ნავთობი“ - ვუბრუნდებით თუ არა ძველ ეპოქას? 02.06.2020 13:27

„ას წელზე მეტი ხნის წინათ ნავთობის ინდუსტრიის მთვარი პრობლემა ნედლეულის უკმარისობა კი არ იყო, არამედ მისი გადაჭარბებული სიუხვე, რაც, თავის მხრივ, ნავთობზე დაბალ ფასს განაპირობებდა. ვუბრუნდებით თუ არა იმ ეპოქას?“ - ასეთი კითხვაა დასმული სტატიაში „ისევ ბევრი ნავთობი“ (ავტორი - დევიდ ჰოველი), რომელიც იაპონიის ინგლისურენოვანი გაზეთის „ჯეფენ თაიმს“-ის («The Japan Times») პირველი ივნისის ნომერში გამოქვეყნდა.

 

მე-20 საუკუნის დაახლოებით 1960-იანი წლებიდან მსოფლიოში მოქმედებდა ერთგვარი კარტელი, რომელშიც უმსხვილესი ნავთობკომპანიები შედიოდნენ, ძირითადად ამერიკული ფირმები. ამ გაერთიანების ამოცანა იყო ნავთობზე ფასების სტაბილიზება, რათა არ ყოფილიყო არც ძალიან დაბალი და არც ძალიან მაღალი ღირებულება. იმ დროისათვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი მხოლოდ სამი დოლარი იყო (ანუ 22 დოლარამდე დღევანდელ ფასებში).

 

მაგრამ 1970-იანი წლების დასაწყისში კარტელმა დაშლა დაიწყო. ნავთოპროდუქტებზე მოთხოვნა აშშ-ში იმდენად გაიზარდა, რომ ვაშინგტონმა ახლოაღმოსავლური ნავთობის იმპორტი დაიწყო. რასაკვირველია, ეს ტენდენცია რეგიონის ქვეყნების მმართველებმაც შეამჩნიეს და მოგების მიღების მიზნით, ფასები ასწიეს, ზოგჯერ ძალიან მეტად.

 

მაგრამ ახლა კორონავირუსის პანდემიის გამო ნავთობზე მოთხოვნილება მკვეთრად დაეცა. გარდა ამისა, ფიქლის ნავთობის ამერიკელ მწარმოებლებს, მსოფლიო ფასების მომატების შემთხვევაში, სწრაფად შეუძლიათ მუშაობის განახლება, რაც ნედლეულის ფასების დაბალ ზღურბლზე შენარჩუნებას განაპირობებს.

 

არაა გამორიცხული, რომ ჩვენ 1970-იანი წლების პერიოდს დავუბრუნდეთ, როცა ნავთობპროდუქტები იაფი იყო. დიახ, პანდემია ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ თუ ნავთობმოპოვების მასშტაბების ზრდა მოთხოვნას გადაუსწრებს, ფასები ისევ დაეცემა.

 

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი ქვეყანა აქტიურად ცდილობს ენერგიულად წინ აღუდგეს კლიმატის ცვლილებებს, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს ნავთობის ფასებზე.

 

ნავთობის კომპანეიბს მოუწევთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი ბარელი ნავთობის ფასი ისეთივე იქნება, როგორც 50 წლის წინ იყო.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

https://www.japantimes.co.jp/opinion/2020/05/31/commentary/world-commentary/back-much-oil/#.XtQmwzpKjDc

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ