დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"ის აამოქმედებს 1807 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის გაგზავნის უფლებას აძლევს" 02.06.2020 13:37

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"დონალდ ტრამპი: "ჯარს გამოვიყენებ და აქციის მონაწილეებს სწრაფად დავაშოშმინებ"


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყანაში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით, ამერიკელ ხალხს მიმართა. მან განაცხადა, რომ პირობას დებს, წესრიგს მალე აღადგენს.


"თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი", - განაცხადა აშშ-ის მეთაურმა.


ამით პრეზიდენტმა მიუთითა, რომ ის აამოქმედებს 1807 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის გაგზავნის უფლებას აძლევს.

https://www.amerikiskhma.com/a/trump-vows-to-e…/5445428.html"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ