13:23 03.06.2020
ანკარამ თბილისისათვის გაწეული დახმარება გაასაიდუმლოვა

რუსულ გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ანკარამ თბილისისათვის გაწეული დახმარება გაასაიდუმლოვა“, რომელშიც თურქეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური  თანამშრომლობაა განხილული. 

 

„სტოკჰოლმის ორგანიზაცია Nordic Research Monitoring Network, თურქეთ-საქართველოს სამხედრო კავშირების შესწავლისას, მივიდა დასკვნამდე, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობაში იყო მომენტები, როცა ზოგიერთი ფაქტი გასაიდუმლოვდა - თურქეთის ეროვნული უშიშროების ინტერესების დაცვის მიზნით. სტატიაში საუბარია როგორც რვა წლის წინათ მომხდარ ფაქტზე (თურქეთის გენშტაბის მიერ დოკუმენტები გასაიდუმლოების შესახებ საქართველოსათვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე), ისე დღევანდელ ურთიერთობაზეც.

 

სტატიაში დასმულია კითხვა: რამდენად შეესაბამება თურქეთ-რუსეთის თანამედროვე ურთიერთობები პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ პრობლემებზე ორივე მხარის ხედვას? 

 

„მოსკოვისა და ანკარის პოზიციები ისეთი მნიშვნელოვანი მომენტებზე, როგორებიცაა ყირიმი, დონბასი, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსები, ერთმანეთს არ ემთხვევა, - ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან საუბარში თურქი პოლიტოლოგი ქერიმ ჰასი, - ამ შემთხვევაში სახელმწიფოები სხვადასხვა ბანაკებში იმყოფებიან. ხშირად იქმნება ხოლმე ისეთი შთაბეჭდილება, რომ თურქეთის დღევანდელი მთავრობა, როგორც კი მომენტს იპოვის, ცდილობს რუსეთს „უკბინოს“ და აწყენინოს. მაგალითად, ასე ხდება სირია-ლიბიის საკითხებში, ასე ხდება უკრაინისა და საქართველოს მიმართაც.

 

როგორც ექსპერტი თვლის, საქართველოსა და თურქეთის პარტნუიორობა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იმყოფება ხელისუფლებაში. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ ანკარის დამოკიდებულება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის მიმართ: ამ შემთხვევაში ანკარა სრულიად მხარს უჭერს თბილისის სწრაფვას ალიანსისაკენ. „რა თქმა უნდა, ეს მოსკოვისათვის გამაღიზიანებელი ფაქტორია, - აღნიშნავს თურქი პოლიტოლოგი, - საქართველო ასევე გამაერთიანებელ რგოლს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში არსებულ სატრანსპორტო კომუნიკაციებში, მის ტერიტორიაზე გადის ენერგეტიკული ნედლელულის მიმწოდებელი სატრანზიტო მილსადენები ევროპის მიმართულებით. თურქეთის დღევანდელი ელიტა ზოგჯერ აშკარად ანტირუსულ არჩევანს აკეთებს, რომ მოსკოვს უსიამოვნება მიაყენოს“.

 

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთის სამხედრო აკადემიებში უმაღლესი სამხედრო განათლება თითქმის 5 ათასამდე ქართველმა ოფიცერმა მიიღო - ისინი თურქმა სპეციალისტებმა მოამზადეს. ანკარამ საქართველოს სამხედრო სფეროში თითქმის 50 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა. „იგივე ხდება უკრაინის მიმართაც: კიევში პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ანკარა უკრაინის არმიას 30 მილიონი დოლარის ოდენობით დაეხმარება, - ამბობს ქერიმ ჰასი, - სწორედ მაშინ წარმოსთქვა რეჯეფ ერდოღანმა ყველასათვის ცნობილი სიტყვები „დიდება უკრაინას!“. გარდა ამისა, ბოლო წლებში ინტენსიურად ვითარდება თურქულ-ეუკრაინული სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობაც“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: http://www.ng.ru/world/2020-06-02/2_7876_turkey.html

-----------------




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge