დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მიხეილ სააკაშვილს ახლა თბილისის დარდი არ აქვს: გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინ გათიშულობის დემონსტრირებას ახდენს 04.06.2020 10:55

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილს ახლა თბილისის დარდი არ აქვს: გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინ გათიშულობის დემონსტრირებას ახდენს“. როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები საყოველთაო განხილვა იწყება (ონლაინ-რეჟიმით), მაგრამ ოპოზიცია მასში მონაწილეობაზე უარს ცხადებს: იმიტომ, რომ მთავრობამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ შეასრულა და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ციხიდან არ გამოუშვა.


მიუხედავად იმისა,  რომ ჯერ უცნობია, თუ როგორი სქემით გაიმართება არჩევნები, ოპოზიცია, ყოველი შემთხვევისათვის, ცდილობს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდეს როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე მომავალი პრემიერ-მინისტრის მომავალი კანდიდატურის მიმართაც. თუმცა, ეს მცდელობა მაინცდამაინც წარმატებული არაა, აშკარად იგრძნობა, რომ „გაერთიანებული“ ოპოზიციის რიგები გათიშულია - მცირე პარტიებს თავიანთი პრეტენზიები  აქვთ, დიდებს და უფრო ძლიერებს (მაგალითად, „ნაციონალებს“) - თავიანთი ამბიციები.  ასეთ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი, რომელიც უკრაინაში იმყოფება თავის ახალ თანამდებობაზე, აცხადებს, რომ იგი ძალიან არის დაკავებული სამსახურებრივი საკითხებით (უკრაინაში რეფორმების გატარებით), რომ დრო არარ რჩება საქართველოს ამბებს თვალი ადევნოს.


დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ ექს-პრეზიდენტს ექსპერტებმა ურჩიეს - დროებით თავი აარიდე და დისტანცია დაიცავი საქართველოს პროცესებისაგან, თორემ ასეთი განცხადებები შენთვის მავნებელი იქნებაო. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქმედება ერთგვარ პოლიტიკურ სვლას წარმოადგენდეს, ხოლო ოპოზიციის გათიშულობა ერთიანი კანდიდატების მიმართ - წინაარჩევნო ტრიუკს, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.


წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-06-03/5_7877_georgia.html


მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ