11:12 04.06.2020
ალექსანდრე ლუკაშენკოს ზურგს აქცევს რუსეთიც და დასავლეთიც: დამოუკიდებელი პოლიტიკოსების მიმართ დევნის გაგრძელების გამო ბელარუსს ახალ სანქციებს გამოუცხადებენ

 

კიდევ ერთი სტატია „ნეზავისიმაია გაზეტა“-დან («Независимая газета») სათაურით „ალექსანდრე ლუკაშენკოს ზურგს აქცევს რუსეთიც და დასავლეთიც: დამოუკიდებელი პოლიტიკოსების მიმართ დევნის გაგრძელების გამო ბელარუსს ახალ სანქციებს გამოუცხადებენ“.


როგორც ცნობილია, 9 აგვისტოს ბელარუსში პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციონერებმა ხელისუფლების კანდიდატის - ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, მაგრამ მათ მიზნის მიღწევა არ დასცალდათ - ისნი დაპატიმრებულნი იქნენ. ევროპულმა სტრუქტურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს და ბელარუსის მთავრობას ახალი სანქციების გამოცხადებით დაემუქრნენ. წინა პერიოდში ასეთი სიტუაციის დროს ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა ძალიან საეჭვოა, რომ მან მოსკოვს რაიმე სთხოვოს: ბოლო დროს მან ვლადიმერ პუტინს ძალიან ბევრი პრეტენზია წაუყენა. სიტუაცია ისეთია, რომ იგი მარტოდმარტო დარჩება, პარტნიორების გარეშე - ალექსანდრე ლუკაშენკოს დასავლეთიც ზურგს აქცევს და რუსეთიც.


ბელარუსის მეთაურს გადაწყვეტილი აქვს, რომ ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე წლისთ დარჩეს, მაგრამ ვისი ან რისი იმედით? მართალია, რუსეთი ოფიციალურად არაფერს ამბობს, მაგრამ არაოფიციალურად ალექსანდრე ლუკაშენკოსაგან მხოლოდ ერთს ელოდება - ხელი მოაწეროს ე.წ. „31 პუნქტიან ინტეგრაციულ პაკეტს“, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის ფაქტიურ გაერთიანებას ნიშნავს.


წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-06-03/1_7877_belorussia.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge