დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„დავეხმარებით იმ სუბიექტებს, რომლებსაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნათ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში" 04.06.2020 13:26

„იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს შევუმსუბუქოთ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემები, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ განიხილა და პარლამენტში გადასაგზავნად მოამზადა „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, პანდემიიდან და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო სუბიექტებს აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები, გადავუვადოთ გადახდის ვადები ანუ შევუმსუბუქოთ იმ ვალდებულეების შესრულება, რაც სახელმწიფო ქონების იჯარით აღების, ან პრივატიზების დროს ეკისრებათ" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებმაც იჯარით აიღეს სასოფლო-სამეურნეო მიწები და დაადასტურებენ, რომ  ხელშეკრულების პირობების შესრულებაში სწორედ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების გამო შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები. ნათია თურნავას განმარტებით, ეს შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი, რადგან გლობალურ გამოწვევასთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული და მთავრობა, ძალიან სამართლიანად და გამჭვირვალედ, ყველა ასეთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს მიანიჭებს გარკვეულ შვებას და შეღავათებს.

 

„წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 900-მდე სხვადასხვა სუბიექტია, რომელსაც პრობლემა შეექმნა იჯარის თანხის დროულად გადახდაში და მათ წინადადებებს განვიხილავთ ამ კანონის მიღების კვალობაზე, ასევე 20-ზე მეტი სუბიექტია, რომლებსაც საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულებაში შეექმნათ პრობლემები კონკრეტულად პანდემიასთან და საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს შევუმსუბუქოთ სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ვალდებულებები" - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ