დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

მაქსიმ შევჩენკო: ტრამპის გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ომს, რომელიც ამერიკელი ხალხის კონსოლიდაციას მოახდენს 04.06.2020 20:48

რუსმა ჟურნალისტმა, მაქსიმ შევჩენკომ, რადიო "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკა-ირანის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მან მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" განაცხადა, ამერიკაში დონალდ ტრამპის რეიტინგი კორონავირუსის პანდემიის გამო დაბალია და თეთრი სახლის ლიდერი შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდეს. შევჩენკო არ გამორიცხავს, რომ ტრამპს გამარჯვებისთვის რადიკალური ზომების გადადგმა მოუწიოს.

 

"კორონავირუსის და არასტაბილურობის გამო, ტრამპი ახლა აგებს ბაიდენთან. მისი რეიტინგი 30-43 %-ია, რაც 7 %-ით ნაკლებია იმაზე, რაც სჭირდება. მისი რეიტინგი უფრო და უფრო დაიწევს, რადგან არ არის კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივები.


ტრამპის გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ომს, რომელიც ამერიკელი ხალხის კონსოლიდაციას მოახდენს. ამიტომ, ირანთან ომის ალბათობა დიდია.


ეს საკითხი განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რადგან ირანთან ახლოს მდებარეობს. არსებობს ეჭვები, რომ ქართულ აეროპორტებს, ირანზე დარტყმისთვის, ნატო და ისრაელი გამოიყენებს. ამიტომ გთხოვთ, საქართველოს ყველა პატრიოტს, გააკონტროლონ ეს საკითხი. საქართველო ოდითგან უაღრესად მჭიდრო კავშირშია ირანთან. ამიტომ, როდესაც დაიწყება ომი ირანთან, ამის ალბათობა ძალიან დიდია, ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა ხელი უნდა შეუშალოს იმპერიალისტებს, შტატებს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს, რომ არ მიაყენონ დარტყმები უძველეს ირანს, ერთადერთ სახელმწიფოს, რომელიც არ ემორჩილება მსოფლიო იმპერიალიზმის დიქტატურას", - განაცხადა შევშენკომ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ