დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ვინ დააკავეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გრიგოლ აბრალავასთან ერთად და ჰყავს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძაშვილი? 04.06.2020 21:06

„მთავარის“ ინფორმაციით, ორი დღის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ გრიგოლ აბრალავასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი. როგორც გაირკვა, იგი პარლამენტის თავმჯდომარის ბიძაშვილი ნუგზარ თალაკვაძეა. ისინი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი დევნის ოპერაციის შემდეგ აიყვანეს. ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმას, გრიგოლ აბრალავას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელიც დაკავების მომენტში გადააგდო. აბრალავასთვის ეს სამართალდარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოებით ერთი წლის წინ, გრიგოლ აბრალავა ნორვეგიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს და სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში უარყოფს ამ ინფორმაციას და წერს: 

 

,,ტვ “მთავარის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია “არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილის, ნუგზარ თალაკვაძის დაკავებაზე” არის სიცრუე. არჩილ თალაკვაძის მამას ძმა ან და არ ჰყავს და, შესაბამისად, ვერც ბიძაშვილი ვერ იქნება დასახელებული ნუგზარ თალაკვაძე. აღნიშნული პირი არ არის არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი. სამწუხაროა, რომ ტვ “მთავარი” აგრძელებს დეზინფორმაციის კამპანიას. ამ მედიის მხრიდან მოველით, რომ საარჩევნო წელს დეზინფორმაცია მოიმატებს და თითოეულ ასეთ სიცრუეზე იქნება სათანადო პასუხი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ