დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"ვაჭრუკანების, მსტოვრებისა და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა არავის უნახავს" 05.06.2020 11:36

ზურა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს"


"ვაჭრუკანების, მსტოვრებისა და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა არავის უნახავს. სახელმწიფოს იდეალისტები და პატრიოტები ქმნიან, რომლებიც მზად არიან უყოყმანოდ შესწირონ თავი სამშობლოს”, - დღეს ამ სიტყვების ავტორის, ფინეთის ეროვნული გმირის კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმის დაბადების დღეა.


1939 წელს სტალინმა ფინეთსა და ბალტიისპირეთში თავისი ბაზების განლაგება მოითხოვა. ბალტიელებმა ეს წინადადება მიიღეს. ფინელებმა კი რუსეთს მტკიცე უარით უპასუხეს.


კრემლმა ომის ატეხის საბაბი მარტივად გამოძებნა. თუმცა, რუსებს გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდათ. იარაღი ხელში ქალებმა და ბავშვებმაც კი აიღეს.


მანერჰაიმი პირადად ხელმძღვანელობდა თავდაცვას. რიცხობრივი უპირატესობა რუსების მხარეს იყო. საბჭოთა არმია ნელა, მაგრამ მტკიცედ უახლოვდებოდა ჰელსინკის. მანერჰეიმი ხედავდა, რომ ყველა რეზერვი ამოწურული იყო.


– ჯარისკაცებო, – მიმართა მეომრებს მანერჰაიმმა, – რეზერვები ამოწურულია! გადარჩენის შანსები აღარაა! დაგვრჩა ერთადერთი გამოსავალი: რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ ჩვენი ტყავი. სამშობლო ან სიკვდილი! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ!


მანერჰაიმს მთელმა ერმა დაუჭირა მხარი. ყველა ფინელი ამ მძიმე წუთებში ერთად დადგა.


ხალხის აღფრთოვანებას იწვევდა ისიც, რომ არც მანერჰაიმს, არც პრეზიდენტს, არც მთავრობის წევრებსა თუ პარლამენტის დეპუტატებს არ უფიქრიათ ქვეყნიდან გაქცევა. პრეზიდენტი და მთავრობა ჰელსინკიში დარჩნენ. ხელში იარაღი აიღეს მინისტრებისა და დეპუტატების ცოლებმა, სასულიერო პირებმა, 10–12 წლის გოგო–ბიჭებმაც კი.


ასეთმა თავგანწირვამ შედეგი გამოიღო. ჰელსინკთან მოხერხდა წითელი არმიის შეჩერება, ფინეთი გადარჩა. ბრძოლებში დაიღუპა 26 000 ფინელი, საბჭოთა მხარეს მსხვერპლი 6-ჯერ მეტი, 167 000 ჯარისკაცი იყო.


ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"- წერს ის.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ