ვახტანგ სუხიაშვილი სოციალურ ქსელში:
"პოლიტიკის მოცარტის კიდევ ერთი ბენეფისი!
#
დღეს საღამოს, 45 მილიონიანი უკრაინა სულგანაბული უსმენდა თავისი აშენებული ქვეყნის მიერ დევნილ პრეზიდენტს! კაცს, რომელსაც მტრები წარსულის პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ბომჟს ეძახიან, ხოლო ყოფილი თანამებრძოლები ჯართსა და გაფუჭებულ კომპრესორს. აღარ იციან როგორი დამამცირებელი ეპითეტებით შეამკონ ის კაცი, რომელსაც სამარის კარამდე უნდა უმადლოდნენ საკუთარ აღზევებას. მათ თუ ვინმე იცნობს და რამეს მიაღწიეს ცხოვრებაში, ამ კაცის მეოხებით. მაშინ როცა თანამდებობებზე იყვნენ და თან ზურგს უკან ფულს იპარავდნენ, მაშინ კარგი იყო მიშა და მერე გახდა ცუდი!
დღევანდელი ტოკ-შოუ მ. სააკაშვილის გამოსვლით დაიწყო. თავისი გეგმებისა და როლის შესახებ ისაუბრა. სიტყვის დამთავრების შემდეგ წამყვანმა აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ მ. სააკაშვილის სიტყვა ფაქტიურად პრემიერ- მინისტრის პროგრამა იყო. სტუდიაში ერთი მობუზღუნე ელემენტი იჯდა, აი ისეთები, ყველაფრით უკმაყოფილოები რომ არიან და ასეთი კომენტარი გააკეთა: „ნეტავი გამაგებინა, რათ უნდა ვ.ზელენსკის ორი პრემიერ-მინისტრიო!“
შემდეგი გამომსვლელი უკრაინის პოლიტიკის დედა, ი. ტიმოშენკო იყო. ქ-ნი იულია არის საპარლამენტო დროებითი კომისიის წევრი, რომელიც იძიებს სხვადასხვა კორუფციულ სქემებს. „ნაფტო-გაზ უკრაინაში“ ი. ტიმოშენკოს აღმოუჩენია სახელმწიფო ბიუჯეტის 72 მილიარდი გრივნის დატაცების ფაქტი.
თავისი სიტყვის დასასრულს ი. ტიმოშენკომ მიმართა მ.სააკაშვილს, დახმარება სთხოვა ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში და საბუთები გადასცა. მე ვიცი მიშა რომ შენ ასეთი საქმეების სპეციალისტი ხარო!
#
მე მინდა ეს ტოკ-შოუ ნახონ მ. სააკაშვილის მტრებმა და კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ. იქნებ რამე კეთილშობილურმა გრძნობამ გაიღვიძოს მათში. განსაკუთრებით იმათ მინდა ნახონ, ვინც ახლო წარსულში მ. სააკაშვილის მეგობრებად და თანამებრძოლებად მოიაზრებოდნენ, ახლა კი ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მწარე სიტყვას იტყვის და მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს. მაგრამ იცოდეთ, ისტორია თავის ადგილს მიუჩენს ყველას და მსჯავრს მომავალი თაობები გამოგიტანენ!
#
მოცარტის გენიას არაფერი დაკლებია სალიერის მტრობით.
არც ნაპოლეონს, ტალეირანის ფლიდობით და ორგულობით.
ვერც იულიუს კეისრის მკვლელობას მოუტანია სარგებელი ბრუტუსისათვის და ვერც ვერაფერი დააკლო ლიპარიტ ბაღვაშმა დავით აღმაშენებელს! გენიოსები გენიოსებად დარჩნენ, მტრები კი მკვლელებისა და მოღალატეების სახელით შევიდნენ ისტორიაში!
ამიტომ, დაიმახსოვრეთ ყველა ჯურის იუდებო: ივანიშვილებო და კალაძეებო, ბოკერიებო და ჩერგოლეიშვილებო, ბურჯანაძეებო და ბესელიებო, ხიდაშელებო და უსუფაშვილებო და კიდევ მრავალნო აშკარა თუ იდუმალო მტრებო- მ.სააკაშვილი უკვე ისტორიაა და ამას ვეღარაფერი შეცვლის. თქვენ კი ისტორიის ნანგრევებზე დარჩებით, როგორც ბოროტების სინონიმები და ბნელეთის მოციქულები!" - წერს ის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge