დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"თანავუგრძნობ სომხეთს და წარმატებას ვუსურვებ ამ რთულ დროში და ამ რთულ ომში გასამარჯვებლად" 05.06.2020 12:10

ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ვნახე სტატუსები სომხეთში კორონავირუსის შეუქცევადი სტატისტიკის შესახებ. და ვნახე კომენტარები, სამწუხაროდ, სიმართლის შემცველი ინფორმაციებით: "მაგათ რომ აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონი შექმნეს ჩვენს საჟლეტად", "მაგათ რომ ხმა მისცეს აფხაზეთის დამოუკიდებლობას". ესეც ვიცი, იქნებ ამაზე მეტიც...  მაგრამ სხვა ამბებიც ვიცი და ამჯერად მხოლოდ ერთით ვუპასუხებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს: თბილისელი, ნუცუბიძელი სომეხი ბიჭი ვოვა სელიპანოვი, ალყიდან რომ გაეყვანა მეგობრები, ტანკს შეუვარდა გადახსნილი ხელყუმბარით და სიკვდილის წინ გაუაზრებლად დაიძახა, ქართველს ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ურჩევნიაო.


ყველა ომში ხდება ღირსეული და უღირსი ამბები. გააჩნია, რას დაიმახსოვრებ.


მე თანავუგრძნობ სომხეთს და წარმატებას ვუსურვებ ამ რთულ დროში და ამ რთულ ომში გასამარჯვებლად!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ