დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7138

EUR 3.1703

ბრაზილიამ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო 05.06.2020 13:51

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კოროავირუსისგან 1 473 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

 

მათივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 34 021-ს მიაღწია, რაც, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემების თანახმად, იტალიაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების მაჩვენებელს აღემატება, სადაც ვირუსს დღემდე 33 689 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 30 925 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 614 941-ს მიაღწია.

 

ცნობისათვის, ბრაზილია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით მესამე ქვეყანა გახდა მსოფლიოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, დადასტურებული შემთხვევებით კი ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ