დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთი ძებნილი მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ექსტრადიციას განიხილავენ 05.06.2020 20:20

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ძებნილი მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" საქართველოში ექსტრადიციას განიხილავენ. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, რადგან მინდია "ლავასოღლის" ოჯახის წევრების მხრიდან აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრის სურვილი გამოითქვა, 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები მის ოჯახს შესაბამის პროცედურებს გააცნობენ.

 

"საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია "ლავასოღლის" საქართველოში ექსტრადიციას. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები. რადგან გამოითქვა მინდია "ლავასოღლის" ოჯახის წევრების მხრიდან აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრის სურვილი, ორშაბათს 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ მინდია "ლავასოღლის ოჯახის" წევრს და უფლებადამცველს საექსტრადაციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს",- აცხადებენ უწყებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ