დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვინ არიან კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორები, ვისაც გიორგი გახარია ესაუბრა და რატომ არ უყვარს ისინი ნეოლიბერალურ მედიას 05.06.2020 21:18

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

 

ქართულმა მედიამ, რომელიც ნეო ლიბერალური განწყობებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა, როგორც მას ჩვევია ფაქტიურად ცალყბად გააშუქა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიდეოკონფერენცია კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსტეტების ეკონომიკური პოლიტიკის პროფესორებთან - ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან. ამის მიზეზიც არ არის ძნელი გამოსაცნობი. წარმოდგენილი ეკონომისტები მიეკუთვნებიან ანტილიბერტალური ეკონომიკის სკოლას და განვითარების ეკონომიკის (Development economics) სკოლას წარმოადგენენ, რომელიც შეისწავლის მაკრო დონეზე გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შედეგებს, და მიკრო დონეზე - ინდივიდუალურ მეურნეობათა და რაც მნიშვნელოვანია საწარმოთა წამახალისებელ ფაქტორებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

 

ეკონომიკის აღნიშნული სკოლა ღიად უპირისპირდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდიდან მოყოლებული გაბატონებულ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, და ეყრდნობა თვალსაჩინო გერმანელი ეკონომისტის ფრიდრიხ ლისტისეულ მიდგომებს, პროტექციონიზმს, ინდუსტრიალიზაციას, საბაზრო კონტროლს და ექსპორტის სტიმულირებას. ეს სკოლა ღიად აკრიტიკებს ჩვენთან ლამის ერთადერთ ჭეშმარიტებად ქცეულ ნეო ლიბერალურ მანტრებს, ყოველდღე რომ გვესმის ტელეეთერებიდან - სახელმწიფო სექტორი არაეფექტურია, თავისუფალი ვაჭრობა და ღია ბაზარი ეკონომიკის ზრდის უალტერნატივო პოსტულატებია, პრივატიზაცია ცალმხრივად კარგია, დაბალი გადასახადები და დაბალი სამთავრობო ხარჯები ეკონომიკის სტიმულია და ა.შ რაც ჩვენთანაც იყო გაბატონებული და რომელიც დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზრის ყოვლის შემძლეობის მოდელის სრული კრახი 2008 წლის კრიზისის დროსაც გამოჩნდა. ამ მოდელის არაეფექტურობა გლობალური ვირუსული პანდემიის კოვიდ -19 ის დროს კიდევ უფრო ცხადი გახდა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა გაჩერდა და როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების შოკების წინაშე აღმოჩნდა.

 

მართალია, ნეო ლიბერალურმა ეკონომიკამ თავის დროზე წარმნატებით ჩაანაცვლა კეინსიანიზმი და იმუშავა ცალკეულ ქვეყნებში, მაგრამ ვერ შეძლო უნივერსალურ ფორმულად ქცევა, განსაკუთრებით ჩვენსავით განვითარებადი ქვეყნების ნაწილში, სადაც სიღარიბე და უმუშევრობა ეკონომიკის მთავარ გამოწვევად არის დღემდე ქცეული. საქართველოს მთავრობის მეთაურის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მხარდასაჭერია, რადგან ეს არის გზა, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში სწორედ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაზე, მოთხოვნის სტიმულირებაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციაზე და მაღალი დამატებული ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ