დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა 06.06.2020 11:52

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13- ით გაიზარდა და 663 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ