დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"პრემიერ გიორგი გახარიას, სასწრაფოდ!!!" - მანჩო გიორგობიანი 06.06.2020 12:14

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი პრემიერ გიორგი გახარიას მიმართავს:
"პრემიერ გიორგი გახარიას, სასწრაფოდ!!! ჩავატარე მოკვლევა და გავარკვიე, რომ არც ერთ მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკები არ აძლევენ სესხს , ლაპარაკია 5 000 - 20 000- 50 000 (ლარი) მაქსიმუმ თანხებზე და ისეტ ბიზნესმენებზე, რომლებიც არიან კეთილსინდისიერი კლიენტები და წლებბის განმავლობაში , აქვთ საუკეთესო საკრედიტო ისტორია.. მოკლედ, მოსადავებელი არაფერზე!.. და ასეთ ადამიანებს, რომლებსაც წესრიგში აქვთ დოკუმენტაცია, ეუბნებიან უარს , მოტივი - "ბრძანება გვაქვს , არ გავცეთ კრედიტი სალონებზე, კაფეებზე რესტორნებზე , სასტუმროებზე და ა.შ ჩამონათვალი ვრცელია".. (აბა, რაზე იძლევიან?!) მაშინ, მიჩნდება კითხვა, რაღაზე აგროვებინებდნენ საბუთებს?! თუ თავიდანვე აპრიორი იცოდნენ, რომ "უარის ბრძანება აქვთ" , ჩასადები ქონებაც დაათვალიერეს კარგად, თუ როგორ?! აქედან დასკვნა!

1. ერთმანეთში შეთანხმდნენ ბანკები და ამ საბუთებს იმიტომ აგროვებინებენ, რომ მერე , დროდაკარგული კლიენტი, უცბად წავიდეს ფულის საშოვნელად "მიკროსაფინანსოებში" მევახშეებთან, რომლებიც ყველამ ვიცით , ისევ ამ ბანკების არის!.. და ჰოი, საოცრებავ! ასეთი რამეც მომხდარა - რამდენიმე (ბანკის უარნათქვამ) სალონის მეპატრონესთვის დაურეკავს მოკროსაფინანსოს და სესხი შეუთავაზებია, საიდან ინფორმაცია მევახშეს (?!)

2. ბანკებმა მოილაპარაკეს, არ გასცენ ბიზნესებზე კრედიტები, რომ დროულად ვერ ამოიქოქონ და კიდევ უფრო გამწარდნენ, ისედაც კარანტინისგან დაზარალებული და ნერვებმოშლილი ხალხი!.. (ბიზნესმენები გასაცოფებლად სულ რაღა ერთთვიანი შეყოვნებაც ეყოფათ, ორ-სამ კვირიანიც) ქვეყანაში აშკარა საბოტაჟია! რადგან პრემიერმა სულ სხვა დაპირებები გასცა, ხალხი ისედაც უკმაყოფილოა ბანკებისთვის სახელმწიფო დახმარების პროგრამით და ვიზე აისახება ეს გამწარება, ვის შეაგინებს საზოგადოება? დიახ, მთავრობას და პრემიერს, რომლის სიტყვა ჩალის ფასად უნდათ რომ აქციონ საბოტაჟნიკმა ბანკებმა!!!

მიზანი, ორივე შემთხვევაში, ერთია, ოცნების მთავრობის , განსაკუთრებით კი, პრემიერის ავტორიტეტის გათელვა და ხალხის გამწარება არჩევნების წინ...

ამ სამ დღეში თუ არ მოხდა უმკაცრესი რეაგირება და მცირე თუ საშუალო ბიზნესის ხალხს მოუწია მევახშეებისგან ფულის აღება, მერე აზრი დაეკარგება რადგან დრო ისედაც დააკარგინეს ბანკებმა საბუთების მზდებაში, მიუხედავდ იმისა, რომ იცოდნენ , სესხს არ გასცემდნენ, არც ისეთ კლიენტებზე 10-15 წელია მათ ბანკებს რომ ამდიდრებდნენ... ფინანსები სასწრაფოდ საჭიროა, დრო აღარ ითმენს , პროდუქცია შემოსატანია და ა.შ... მოკლედ , დაგვიანებული რეაქციის შემთხვევაში , ვერ გაგრეცხავთ რიონი და ალაზანი!.. ხალხი ძალიან გამწარებულია, თუ გნებავთ , კონკრეტულად დაგაკავშირებთ იმ ადამიანებს, ვინც პატიოსანი გადამხდელები არიან და მაინც უარი უთხრეს..." - წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ