დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"დიდი სჯა-ბაასი, წვა-დაგვა, კბილთა ღრჭენანი და გულთა კვნესანია ამტყდარი სომხეთისთვის დახმარების გაწევის ამბავზე" 06.06.2020 13:12

ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:


"დიდი სჯა-ბაასი, წვა-დაგვა, კბილთა ღრჭენანი და გულთა კვნესანია ამტყდარი სომხეთისთვის დახმარების გაწევის ამბავზე.


ერთნი იხოკავენ ღაწვებს, მათ უერთდებიან ნაკლებად მხოკავნი, მაგრამ გულდათუთქულნი, უნდა შევუვარდეთ წელში და აუცილებლად უნდა დავეხმაროთო, პეტიციაც კი შეუქმნიათ ზედაც (პათოსით: საქართველოს მთავრობავ, იჩაუქე და გმკვირცხლად და უმალ ასწიე დასახმარებლადო);


მეორენი უარზე არიან და ძველ ცოდვებს უხსენებენ მეზობლებს და გრგვინავენ, ჩვენი სისხლიც კი მართებთო, ჰოდა, თავად მიხედონ თავსო, მესამენი - სახელდობრ მე და, ვვარაუდობ, ჩემნაირად სხვებიც, ფიქრობენ, რომ უნდა დაეხმარო მხოლოდ მას, ვინც დახმარებას გთხოვს (რომ არამკითხე მოამბესავით არ გაიტყიპო). სხვათა შორის, სამყაროც ასეა მოწყობილი: ძალით სიკეთე ბოროტებაა ძალით სიკეთის მკეთებლისთვის უპირველესად, რაც არ გეკითხება, არ უნდა ჩაერიო. რომ გთხოვენ, მაშინ უნდა იმოქმედო და ისიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმუშაკო (ადამიანებთან ურთიერთობებისას ასე მშრალად რაციონალური არ ვარ, მაგალითად, სულ ახლახან ვისწავლე, რომ სხვების მიზნების მიღწევას და სხვებისთვის პრობლემების გადაჭრას უნდა შევეშვა, მაშინაც კი, როდესაც მთხოვენ, იმიტომ რომ დახმარება ხელის წაკვრაა და არა ძირითადი დარტყმის აღება).


რაც მთავარია - სანამ ჩვენ ტანზე ვიხევდით, ზოგი საათის ისრის და ზოგიც იმის საპირისპირო მიმართულებით, გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობას უკვე შეუთავაზებია დახმარება და უარი მიუღია.


ერთი სიტყვით, მიეძალეთ მშობლიურ ანდაზებს, მაშინაც კი, როდესაც სამხრეთული სისხლი სამხრეთის მზით გახურებულ თავებს აარტყამს ," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ