დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„შალვა ნათელაშვილი ასრულებს რუსულ დავალებას - სანამ დავითგარეჯში საპროტესტოდ გაიქცეოდეთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ თაღლითი შალიკოს ბიოგრაფიას“ 07.06.2020 16:02

თემურ ქორიძის ბლოგი:

 

გადახედეთ შალიკოს ბიოგრაფიას.

 

ამ დღეებში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი კიდევ ერთხელ იქცა ვნებათაღელვის საგნად. ვითარების დაძაბვის ინიციატორად თანამედროვე საქართველოს უპირველეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსად აღზევებული შალვა ნათელაშვილი მოგვევლინა. მისი რიხიანი განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა „დავითგარეჯის ოკუპაცია, ანექსია და აგრესია მოახდინა.“ მისივე სიტყვებით, ალიევი მოქმედებს ივანიშვილთან შეთანხმებით, ითვისებს საქართველოს ტერიტორიებს და ისტორიულ ძეგლებს, „სოკარის“ საშუალებით წამლავს საქართველოს. აქვე, შალვამ საქართველოს მოსახლეობას აზერბაიჯანის წინააღმდეგ სასტიკი პროტესტისკენ მოუწოდა, „სამშობლოს გამყიდველ“ ივანიშვილს უვადო პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და რამდენჯერმე უდიერად მოიხსენია პრეზიდენტ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა(!).


საქართველოს მოსახლეობის მოაზროვნე ნაწილმა შესანიშნავად იცის, რომ ლეიბორისტული შრომის პარტიის შემოქმედი შალვა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული, სკკპ წევრი 1976 წლიდან, საქართველოს გენპროკურატურის პარტკომი 1987 წლიდან საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წუთამდე) არის უპრინციპო, ავანტურისტი, ცრუპენტელა, გაუნათლებელი და უპასუხისმგებლო ადამიანი. ამიტომ მისი ქმედებებისა და გამონათქვამების შეფასებას, როგორც წესი, აზრი არა აქვს. თუმცა, როცა შალვა მეზობელ ქვეყანასთან ანგარიშსწორებისკენ მოგვიწოდებს, ეს არის უკიდურესად საშიში საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ქვეყნის არსებობისთვის და ამიტომ ნამდვილად ღირს დაფიქრებად.

 

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული დავები, მათ შორის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილთან (უდაბნოს, ბერთუბნის, ჩიჩხიტურის ეკლესიები) მართლაც არსებობს და ისინი ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას (ამაზე მუშაობს ორივე ქვეყნის მთავრობები). მხოლოდ მოლაპარაკებების და არა პროტესტების, მუშტების ქნევისა და შიშველი უკანალებით კეკლუცობის გზით. აზერბაიჯანთან ჩვენი დაპირისპირების მოწადინე შეიძლება იყოს რუსეთი და მისი სატელიტი ქვეყანა კავკასიაში სომხეთი. ეს თვით ისეთმა უვიცმაც კი იცის, როგორიც შალვა ნათელაშვილია. მაგრამ იგი ასრულებს რუსულ დავალებას. ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - შალვა ნათელაშვილი ასრულებს რუსულ დავალებას. ამიტომ, ძვირფასო თანამემამულეებო, სანამ დავითგარეჯში საპროტესტოდ გაიქცეოდეთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ თაღლითი შალიკოს ბიოგრაფიას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ