დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ეს სახლი, მისი ეზოთი, ეკუთვნოდა ემზარ კვიციანს - წაართვეს! პარლამენტის სხდომებზე, ბევრჯერ დააყენა მოქალაქეებისთვის უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების საკითხი, მაგრამ ამაოდ“ 07.06.2020 18:50

პარლამენტარი ირმა ინაშვილი ეხმაურება გუშინ მომხდარ ინციდენტს, როცა პარლამენტარი ემზარ კვიციანი იმ ბინაში მივიდა, რომელიც მას ეკუთვნოდა და ყოფილმა ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა:


"ემზარ კვიციანი წლების მანძილზე იბრძვის იმისათვის, რომ კანონიერად დაიბრუნოს წინა რეჟიმის დროს წართმეული ქონება. მათ შორის, ეს სახლი. მე ვიცნობ ამ საქმეს, ბევრჯერ მისაუბრია კვიციანის ადვოკატთან, ნანახი მაქვს დოკუმენტაცია და უტყუარი ფაქტია, რომ ეს სახლი, მისი ეზოთი, ეკუთვნოდა ემზარ კვიციანს. წაართვეს! პარლამენტის სხდომებზე, საჯაროდ, კვიციანმა ბევრჯერ დააყენა სამართლიანობის აღდგენისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების საკითხი, მაგრამ ამაოდ, სამართალს და სამართლიანობას ვერ მიაღწია. მისი ვიდეოჩართვა, რაც სოციალურ ქსელში ვიხილეთ, ესაა სიუჟეტი წართმეული სახლის ისტორიაზე, რომელსაც კვიციანი ვერ იბრუნებს. „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ეს ისტორია წარმოჩენილი იყო, როგორც სხვის საკუთრებაში დეპუტატის შეჭრის ფაქტი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კვიციანი არსად არ შეჭრილა. კვიციანი შევიდა ეზოში, რომელიც მას წაართვეს და ჰქონდა გასაუბრების მცდელობა ამ ქონების უკანონო მფლობელებთან. ასე ხდება, როცა სახელმწიფო ადამიანს მის კუთვნილ ქონებას არ უბრუნებს. რაც შეეხება თავდასხმას, ეს სრული აბსურდია. კადრებში კარგად ჩანს, რომ არა თუ ემზარ კვიციანი, არამედ თავად ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოჯახის დიასახლისი ქალბატონი ბრძანდებდა, რომ ამ სახლში ოთხი შვილი გააჩინა. ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა გაუზარდოს, მაგრამ კვიციანსაც ჰყავს შვილები, რომლებსაც ეს სახლი წაართვეს და რა დააშავა კვიციანების ოჯახმა? ახლა მეორე - ვინც ემზარ კვიციანს იცნობს, მან იცის, რომ ემზარი კვიციანი არ სვამს და მთვრალი ვერანაირად ვერსად ვერ და არ მივიდოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ყურადღება სახლის უკანონო მეპატრონეების პოლიტიზირებულმა განცხადებებმა მიიქცია. "მოღალატე", "რუსეთის აგენტო", - ასეთი შეძახილებით ცდილობდნენ კვიციანის სამართლიან კითხვებზე თავის არიდებას... თუ კოდორის დაცვა ღალატია (და კვიციანების ოჯახი იცავდა კოდორს!) და კოდორის დათმობა - სამშობლოს სიყვარული, მაშინ ჩვენი საშველი არ ყოფილა".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ