დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„სამოქმედო გეგმა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა - ისეთ პოლიტიკას შევთავაზებთ საზოგადოებას, რომელიც ახალია“ - „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ახალი პარტია დააფუძნეს 07.06.2020 20:45

სიმართლე რომ გითხრათ, დღეს პოლიტიკურ ველზე რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობის პოტენციალს ვერ ვხედავთ, რადგან სამწუხაროდ, ამ ღირებულებებთან და პრინციპებთნ არც ერთი პარტია არ დგას , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი პარტია “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დაარსების შემდეგ განუცხადა. მისი განმარტებით, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია იმ პრინციპებს და ღირებულებებს გაიზიარებს, რომელიც ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრებს გააჩნიათ, მაშინ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა შესაძლებელია.

 

„სამოქმედო გეგმა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. ისეთი ღირებულებები გვაქვს და ისეთ პოლიტიკას შევთავაზებთ საზოგადოებას, რომელიც ახალია, ღირებულებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ რომელიმე პარტია გამოთქვამს ინტერესს, რომ გაიზიაროს ჩვენი პრინციპები და ღირებულებები, ის პოლიტიკური პროგრამა, რომელსაც მოგვიანებით წარმოვადგენთ, მაშინ შეიძლება, პარტიებთან თანამშრომლობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დღეს პოლიტიკურ ველზე რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობის პოტენციალს ვერ ვხედავთ, რადგან სამწუხაროდ, ამ ღირებულებებთან და პრინციპებთან არც ერთი პარტია არ დგას“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. როგორც ის განმარტავს, ახალი პარტია “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო გენერალური მდივნის თანამდებობას მარიამ ჯაში დაიკავებს.

 

„მე ვარ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში არის გენერალური მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი არის პოლიტიკური მდივანი, ზვიად კვაჭანტირაძე არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძე არის აღმასრულებელი მდივანი. ჯაბა ჯიშკარიანიც ჩვენს გუნდშია“,-აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ახალი პარტია “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დააარსეს. პარტიის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა, პარტიაში მის გარდა იქნებიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ხოლო თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ