ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ყველაზე ბუნდოვანი და მძიმე საკითხი, რასაც დღეს რაიმე პოზიტიური გადაწყვეტა, ჩემი აზრით, არ მოეძებნება, ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემაა;
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც ქვეყანაში არ შეინიშნება რაიმე პროცესი, როცა პოლიტიკური პარტია რომელიმე იდენტიფიცირებადი ცალკე სოციალური ფენის, კლასის თუ სტრატის მიერ, „ქვემოდან-ზემოთ“ თვითორგანიზების პრინციპით შეიქმნება და ეცდება პოლიტიკაში არა ღირსეულ თუ უღირს „პატრონთა“, არამედ სოციალურად მნიშვნელოვან და ღირებულ ამა თუ იმ რეალური, კონკრეტული ინტერესების გატარებას;
სამაგიეროდ, ე.წ. ახალი პარტიები ისევ იქმნება, როგორც დაშლის პროდუქტი - მაგალითად, „ოცნების“ ყოფილმა 5 პარლამენტარმა + თბილისის საკრებულოს წევრმა - ჯაბა ჯიშკარიანმა ახალი ე.წ. პარტია შექმნეს;
რასაკვირველია, მათ ცალკე „პოლიტიკური იდენტობა“ ჩამოუყალიბდათ, ხოლო პარტიის შექმნა თავისუფალია და არათუ 5-სა ან 6-ს, არამედ საქართველოს ნებისმიერ, თუნდაც ერთ მოქალაქესაც შეუზღუდავად შეუძლია „პარტია“ დაირქვას, ნაცნობ-მეგობრები ყრილობაზე დაპატიჟოს და პოლიტიკურ სუბიექტადაც დარეგისტრირდეს; მაგრამ ამით -ვის რა ხეირი და რა იცვლება?! ფსევდო-პროფესიულ პოლიტიკოსთა კლასი, როგორც გინდა დაჯგუფდეს, საზოგადოებრივად ღირებულს, თუკი მძლავრი პატრონი ვერ იშოვა, ვერც ვერაფერსა ქმნის!
საერთოდ, თუ დავაკვირდებით - ამჟამად პარტიულ-პოლიტიკური სისტემის „გადაგუბაზების“ ტრაგი-კომიკურ ტენდენციასთან გვაქვს საქმე; „გადაგუბაზება“ - ე.წ. პარტიის, რომელიც სინამდვილეში ტიპიური კლიენტელაა და არავითარი კავშირი რომელიმე სოციალურად იდენტიფიცირებად და რეალურ, საზოგადოებრივად ღირებულ კონკრეტულ ინტერსთან არა აქვს, შეუქცევადი დეგრადაციის პროცესია; გუბაზი - მრავალ პარტია განავალია; უარესიც: რა ე.წ. პარტიაც არ შექმნა, იმდენი დაიშალა და მას გუბაზი ანდა პირიქით - ეს ე.წ. პარტია გუბაზს, ყოველ ჯერზე მონელებულ განავლად გამოეყო; ახლა, როგორც ხრწნის უკანასკნელი პროდუქტი, ცდილობს შექმნას სურათი, რომ ინდივიდუალურად მას, სააკაშვილის კლიენტს, უფრო მეტი „წონა და გავლენა“ აქვს, ვიდრე კონკურენტ თუ მოკავშირე კლიენტელებს, ე.წ. ოპოზიციურ „პარტიებს“. გუბაზი ამტკიცებს, რომ „სააკაშვილი გადამწყვეტი ფაქტორია“ ქართულ პოლიტიკაში, იგი კვლავ ქვეყანას უნდა დაეპატრონოს და დანარჩენები მისი კლიენტელას როლს დასჯერდნენ; და რაც უფრო მეტი დაჟინებითა და გამაოგნებელი ახირებულობით სჩადის ამას, ჰგონია - მეტ „გავლენას და პოლიტიკრ წონას“, რაც ცხადია, პატრონისგან მიღებულ სარგებელში, უწინარესად - ფულში, გაიზომება, მოიპოვებს;
რასაკვირველია, შეუქცევადი დეგრადაციისა და დაშლა-გახრწნის პროცესი ქართულ პატრონ-კლიენტელურ პოლიტიკაში ახალი სულაც არ არის, მაგრამ ეს - „გადაგუბაზება“, უკვე უკანასკნელი სტადიაა, რადგან უკვე აღარ მოიაზრება რაიმე „პოლიტიკური სივრცე“, არც ვინმე პატრონთაგანი, სადაც გუბაზი - განავალი არ არის.
ერთი პერიოდი, თითქოს გაჩნდა განცდა, რომ „ლელოს“ სახით ბანკირთა, ე.ი. გარკვეული იდენტიფიცირებადი სოციალური ფენის, ინტერესთა გამომხატველ პარტიას ვიხილავდით, თუმცა - საბოლოოდ, ისევ მივიღეთ ის, რაზეც ძალზე მოსწრებულად ამბობდა რუსეთის ყოფილი პრემიერი ვიქტორ ჩერნომირდინი: „რამდენი პარტიაც არ შევქმენით, ბოლოს მაინც კომპარტია შეგვრჩა ხელთო!“
თუ დავაკვირდებით, კომპარტიის ისტორია ერთგვარი ჯოჯოხეთის წრეა, რასაც თითქმის ყველა ე.წ. პარტია, თუკი იგი პოლიტიკური ამბიციების მქონეა და არა ოდენ სალაყბო კლუბი, გადის პოსტსაბჭოურ „განვითარებაში“: კომპარტიის შაბლონური ისტორია კი ესაა: „რევოლუციის“ წინა ეტაპი, ბოლშევიზმის, როგორც „რევოლუციური“ კლასის - ე.ი. „პროლეტარიატის ავანგარდის“, ფორმირება, სამოქალაო ომით ძალაუფლების მოპოვებისა და განმტკიცების, შემდეგ -„კონტრას“ „კლასობრივი“ დასჯა-დათრგუნვის ეტაპი, მერე - გვიანდელი სოციალიზმის, როცა „იშვა“ ე.წ. „ერთიანი საბჭოთა ხალხი“, ხოლო კომპარტია „პროლეტარიატის ავანგარდიდან“ ამ „ერთიანი ხალხის“ ავანგარდად გადაქიცა, ეტაპი და ბოლოს - გახრწნის ეტაპი, როცა კომპარტია ცაკლეულ წვრილ-წვრილ კლიენტელებად იხრწნებ-იშლება;
ჩერნომირდინის მიერ აღმოჩენილი „რკინის კანონი“ კი ესაა - მეტ-ნაკლებად წარმატებული პოსტსაბჭოური პარტია კომპარტიის ისტორიის „შეკუმშულ დროში“ გაუთავებელი გამეორებაა, თავისი მონოტონური და შაბლონური ეტაპებით :პრე-რევოლუციის, რევოლუციის, პოსტ-რევოლუციის, „განვითარებული სოციალიზმისა“ და ხრწნის ეტაპებით.
გამოვალთ ოდესმე ამ „რევოლუცია-კონტრრევოლუციის“ ჯოჯოხეთიდან?
უნდა გამოვიდეთ, რადგან - საპარლამენტო სისტემა პარტიების, რომლებიც სხვადასხვა, განსხვავებულ და ხშირად წინააღმდეგობრივ სოციალურ ინტერესებს გამოხატავენ და პოლიტიკაში ატარებენ, გარეშე, წარმოუდგენელია. რაც მთავარია - ეს პარტიები კონკურენტები კი არიან, მაგრამ მშვიდობიანათ თანაარსებობენ და თანამშრომლობენ; სანამ ეს სოციალური ფენები არ გააცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს და მათი გატარების ძირითად პოლიტიკურ ინსტრუმენტებად ასეთ პარტიებს არ შობენ, „პატრონ-კლიენტელური კორპორაციონიზმის“ სხვადასხვა - „პროგრესულ“ ან „რეგრესულ“ მოდელებს ვერ ავცდებით!
„ქართული ოცნება“ - პროგრესული პატრონ-კლიენტელიზმია, რომელსაც აქვს მეტი პერსპექტივა ქართველი ხალხის ავანგარდის როლი გარკვეულ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად, შეასრულოს, ნაცები -უკიდურესად რეგრესული, რადგან სხვათა დათრგუნვის ხარჯზე ისევ საკუთარი „ლიბერასტული კორპორაციის“ აღდგენა-აყვავებასა ლამობს; აი, გუბაზა კი - რეგრესულადაც და პროგრესულადაც - ორივეგან განავალია. ესაა და ეს,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge